ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა, საავადმყოფოს ახალი დირექტორი კლინიკაში არ შეუშვა.
კოლექტივი მოქმედ დირექტორს უჭერს მხარს და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნას.
ეს კლინიკაში ახალი ხელმძღვანელობის შეყვანის უკვე მეხუთე მცდელობაა, რომელიც მედპერსონალის გაფიცვებით მთავრდება.
სამართალდამცველების მცდელობაც, რომ დირექტორი შეეყვანათ შენობაში, უშედეგო აღმოჩნდა.
საავადმყოფო 2007 წლიდან ბლოკ ჯორჯიას ეკუთვის, რომელიც კომპანიამ ერთ ლარად შეისყიდა. ბლოკ ჯორჯიას ხელმძღვანელობამ პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების დაწყებითაც სცადა, თუმცა ესეც უშედეგო აღმოჩნდა.
კოლექტივი უნდობლობას უცხადებს ბლოკ ჯორჯიას და გამოძიების დაწყებას ითხოვს, თუ როგორ გახდა კლინიკა ამ კომპანიის საკუთრება. მათ განცხადება პროკურატურაში უკვე შეიტანეს.