20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობის აღდგენას 100-ზე მეტი ავტომობილი ელოდება

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა ამ დრომდე არ აღდგენილა. ჯვრის უღელტეხილზე კი მძიმე ტექნიკამ მუშაობა დაიწყო და შესაძლოა გზა რამდენიმე საათში გაიხსნას.

ტექნიკა სამუშაოდ სულ ცოტა ხნის წინ გავიდა და მეგზევეები ეცდებიან ზვავით და დიდთოვლობით ჩახერგილი გზის გაწმენდას. გზის გაწმენდას ამ დროისთვის რამდენიმე ასეული ადამიანი ელოდება.

სოფელ გუდაურის საზღვართან უკვე 9 საათზე მეტია 100-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსია გაჩერებული.

გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება სავარაუდოდ უახლოეს საათებში მოხდება და მსუბუქი ავტომობილების მძღოლებსა და სამარშუტო ტაქსებს გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები