20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე პრემიერმინისტრმა მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე  პრემიერმინისტრმა მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. პრემიერი პატრიარქს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. მჯერა, რომ თავისი სიყვარულითა და სათნოებით კიდევ დიდხანს გააძლიერებს თითოეულ ჩვენგანს და სრულიად საქართველოს,“ - ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

დღის ამბები