20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს ხვდებიან

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეებს ხვდებიან.

შეხვედრა მოსამართლე მამუკა ახვლედიანის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრამდე კომენტარები გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა.

მათი შეფასებით ბევრი საკითხის პრობლემად წარმოჩენა ხელოვნურად ხდებოდა და ისინი სწორედ იმისთვის მივიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ უფრო დეტალურად გაიარონ სასამართლოს თანამშრომლებთან აღნიშნული საკითხები. 

ასევე იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა კატეგორიულად გამორიცხეს კლანური მმართველობა და ერთი გარკვეული ჯგუფის გავლენები იუსტიციის საბჭოში, რომელიც პირადი ინტერესებით ნიშნავს მოსამართლეებს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც მამუკა ახვლედიანს საბჭოს მიმართ ჰქონდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები