20 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
კობი-გუდაურის გზაზე მოქალაქეები 17 გრადუსიან ყინვაში გზის გახსნას ელოდებიან

კობი–გუდაურის გზაზე მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 150 ავტომობილის მძღოლი და მგზავრები გზის გახსნას ელოდნენ. 17 გრადუსიან ყინვაში ლოდინი უწევდათ იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლებსაც, რომლებიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით მიემგზავრებიან.

დღის ბოლოს სპეციალური ტექნიკით კობი-გუდაურის გზის იმ მონაკვეთის გაწმენდა დაიწყეს, რომლის გაწმენდასაც საგზაო დეპარტამენტის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარბუქის გამო ვერ ახერხებდნენ.

კურიერის ინფორმაციით ყაზბეგში უკვე რამდენიმე დღეა საწვავისა და საკვების გარეშე ლარსის გამშვები პუნქტის გახსნას ელოდებიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები. დღეს გადამღებმა ჯგუფმა დანიშნულების ადგილამდე მისვლა უამინდობის გამო ვერ შეძლო. სტეფანწმინდის გამგებელი კი აცხადებს, მის რაიონში მსგავსი რამ არ ხდება.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები