20 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
TV 25-ის საინფორმაციო სამსახური დახურულია - გათავისუფლებული ჟურნალისტები არხის მფლობელებს სასამართლოში უჩივლებენ

25-ე არხის საინფორმაციო სამსახური დახურულია - არხის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს უკვე ყოფილი პროდიუსერის განცხადებით, არხის მფლობელებმა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს.

ეთერში აღარ გადის საინფორმაციო გამოშვებები. აჭარის ოპოზიციური არხის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობა სურთ.

პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსიც. მაია მერკვილაძე იყო პირველი, რომელიც არხის მფლობელებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიზეზად კი მასსა და რამდენიმე ჟურნალისტს შორის კონფლიქტი დასახელდა.

არხის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მფლობელებმა სწორედ ეს დავა გამოიყენეს.

TV 25 -ის დამფუძნებლებმა დღეს ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო საუბარში კი ტელევიზიის ერთ-ერთი მფლობელი ჯემალ ვერძაძე აცხადებს, რომ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები TV 25-ის მფლობელებს სასამართლოში უჩივლებენ. მათ ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, თეა ვარშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები