ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირზე და წყალზე ტარიფების გაზრდას ექსპერტები, 2016 წელს ყველა შემთხვევაში ვარაუდობენ, იმის მიუხედავად ეროვნული ვალუტა არსებულ კურსს შეინარჩუნებს, თუ კიდევ უფრო გაუფასურდება. მათი განცხადებით ამ პროცესის თავიდან აცილება მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტკის შედეგად შესაძლებელი იქნებოდა.
გადასახადების გადახედვას არ გამორიცხავენ მარეგულირებელ კომისიაში. კომისიაში აცხადებენ, რომ თუ ინფლაცია გაგრძელდება არ არის გამორიცხული მათ მიერ უკვე დადგენილი გადასახადები კიდევ გაიზარდოს.
მოსალოდნელი ზრდა დაადასტურა პრემიერმინისტრმაც. პარლამენტში დამტკიცებისას მან ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და წყალზე გადასახადის გაზრდის გარდაუვალობაზე ღიად ისაუბრა.
ავტორი: ეკა გაგუა.