რა გახდა დელისის მეტროსთან 70 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე არ არის ცნობილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვალების რამდენიმე ვერსია სახელდება. თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ მამაკაცი გაიყინა. ნაწილი კი აცხდებს, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ამ დრომდე არ არის ცნობილი სამედიცინო დასკვნა, რამ გამოიწვია მამაკაცის სიკვდილი.
შსს-ში თავდაპირველად საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ოჯახის წევრების დაკითხვის შემდეგ გამოძიება შეჩერდა.
შსს-ში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.