20 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
საფეხბურთო სკოლა ოლიმპის სტადიონის ნგრევა დაიწყო

საფეხბურთო სკოლა ოლიმპის სტადიონის ნგრევა დაიწყო. სამუშოები აქ დილის 7 საათიდან მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, 350 ბავშვი ვარჯიშს  სად განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც ცნობილია, შეთანხმება მიღწეული არ არის.

ესტონურმა კომპანიამ ნგრევა გამთენიისას დაიწყო. საბა პლუსში აცხადებენ, რომ მათ ამის ყველანაირი ნებართვა გააჩნიათ.

სპორტული კომპლექსი ოლიმპის ხელმძღვანელობა სასამართლოში სარჩელი შეტანას გეგმავს. მათი თქმით, მოხდა ხელოვნური საფარის და სპორტული ინვენტარის დაზიანება. 

დღის ამბები