20 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
დედაქალაქის მერი თბილისში არსებულ თავშესაფრებზე განმარტებას აკეთებს

დელისის მეტროსთან მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე და თბილისში არსებულ თავშესაფრებთან დაკავშირებით განმარტება ქალაქის მერმა გააკეთა.

„ამ ადამიანებისთვის არსებობს ყველანაირი პირობა, როგორც სამედიცინო, ასევე კვებითი მომსახურება და ყველაფერი, რაც მოცემული წესებით და სტანდარტებით არის დადგენილი,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

რა გახდა დელისის მეტროსთან 70 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, ამ დრომდე არ არის ცნობილი. 

შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვალების რამდენიმე ვერსია სახელდება. თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ მამაკაცი გაიყინა. ნაწილი კი აცხდებს, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

დღის ამბები