პრეზიდენტმა სოფელ გალავანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები ჩაუტანა და ახალი წელი პირადად მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა აღსაზრდელების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და მათ წარმატებული წელი უსურვა. ბავშვებმა პრეზიდენტს სტუმრობისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი დახმარების სახით ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყო და გადაერიცხა ქვეყნის მაშტაბით 2000-ზე მეტ ბავშვს.