უამინდობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებით მიმდინარეობს ზუგდიდში. ვერ ხერხდება სოფლების შიდა გზების გაწმენდაც, ქალაქში დაგროვილი ნალექის გამო გართულებულია ტრანსპორტის გადაადგილება ცენტრალურ ქუჩებზეც.
უამინდობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. უხვი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრა. არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. მაღალმთიან სოფლებში გადაადგილებას სასწარფო სამედიცინო დახმრების ბრიგადებიც ვერ ახრეხებენ. პრობლემებია გაზმომარაგების მხრივ, სოფლების გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგიაც არ მიეწოდებათ.
დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, დასავლეთ საქართველოში სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 5 ათასი აბონენტი.
საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვა დღის ბოლოსთვის მოიხსნა.
ავტორები: ანა წერეთელი, ემა გოგოხია, ედიშერ მუშკუდიანი.