2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რედისონში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მოგზაურთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7%-იან ზრდას გულისხმობს.
რაც შეეხება ტურისტებს, მათი რიცხვი 2 მილიონ 300 ათასამდეა, ზრდა კი 2.2%.
2015 წელს საქართველოს უმეტესად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ. თუმცა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამომსვლელთა რაოდენობის ზრდაც დაფიქსირდა.