20 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი

ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილი წყლის გარეშეა დარჩენილი.

კომპანიის განცხასდების თანახმად, თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მკვებავი მაგისტრალის დაზიანების გამომწვევი მიზეზი დღეს დილით საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარია გახდა, რამაც ასევე დროებით შეაფერხა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საგურამოსა და ნატახტარში განთავსებული სათავო ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ფუნქციონირება. 

კომპანიის განმარტებით, წყალმომარაგება მოსახლეობას დღეს საღამოს 6-დან 11 საათამდე ეტაპობრივად აღუდგება.

დღის ამბები