20 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"არავითარ შემთხვევაში ნარმანიამ არ უნდა გასცეს სამშენებლო ნებართვა,“ - ნიკა მელია ოლიმპის დემონტაჟზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის წევრები საფეხბურთო სკოლა ოლიმპის დემონტაჟის წინააღმდეგ გამოდიან. ოპოზიცია მერიას მოუწოდებს, ინვესტორებს, რომელიც სტადიონის ადგილას საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს, ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.

„მე ავუხსენი მინისტრს და საქმის კურსში ჩავაყენე. როგორც გაირკვა იგი არ იყო თითქმის აბსოლუტურად ინფორმირებული, რომ პირველი თებერვალი, მაშინ როდესაც უნდა გაიცეს ამ კომპანიაზე სამშენებლო ნებართვა, იქნება წითელი ხაზი, რის შემდეგაც დაიწყება შეუქცევადი პროცესები ამ საქმის ირგვლივ. არავითარ შემთხვევაში ნარმანიამ არ უნდა გასცეს სამშენებლო ნებართვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები