ნაციონალური მოძრაობის წევრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. საუბრის თემა ოლიმპის სტადიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იყო.
მინისტრის შეფასებით, მერიამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, თუკი ასეთი არსებობს, რათა არ მოხდეს სტადიონის დემონტაჟი.
„სამშენებლო კომპანიას, როგორც ჩვენ ვიცით, ერთ-ერთმა კერძო ინვესტორმა შესთავაზა ალტერნატივა, მაგრამ არ დათანხმდა, სახელმწიფოსგანაც იქნება ანალოგიური წინადადება. მერიის პრეროგატივაა, აუცილებლად შეისწავლოს ყველა შესაძლებლობა, თუ არის რაიმე შესაძლებლობა, იმისათვის რომ სტადიონი გადარჩეს, ისე რომ არ დაზიანდეს ინვესტორის უფლებები, აუცილებლად ყველა შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნას,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.