მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება ბეთლემში.
წმინდა ქალაქში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამე ჩავიდა, რომელიც მაცხოვრის შობის ტაძარში ღამის ლიტურგიას გაუძღვება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მას სასულიერო პირები და მორწმუნეები დახვდნენ. საშობაო ღვთისმსახურების დაწყებამდე ბეთლემში საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
შობის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა მიწაზე ყოველწლიურად ათასობით პილიგრიმი ჩადის.