ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის განცხადების დღეს აღნიშნავს. სახარების თანახმად, იესო დაბადებიდან მეთორმეტე დღეს სამმა მოგვმა მოინახულა და თაყვანი სცა მას.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ვატიკანში საზეიმო მესა ჩატარდა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური უძღვებოდა. პაპმა ფრანცისკემ ლიტურგიის დროს იქადაგა და მორწმუნეებს ერთიანობისა და ლოცვისკენ მოუწოდა.
მაცხოვრის განცხადბის დღის აღნიშვნით ვატიკანში საშობაო სეზონი დასრულდა.