თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის, ე.წ. "დამბების", გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სტიქიის შედეგად, თელავისხევზე მდებარე ნაგებობა მერქნისგან და სხვა ნატანი მასალისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარგობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სელური ნაკადის მიმღები ნაგებობის მოვლა - შენახვისთვის საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა დაათვალიერეს.
"ფაქტობრივად, კალაპოტი უკვე თავის საწყის ნიშნულზეა დაბრუნებული, მაგრამ სამუშაოები გაგრძელდება, რადგან დამბებს სჭირდება შემდგომი რეაბილიტაცია. ამ დამბებმა მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. უკვე იწყებს მუშაობას საინჟინრო ჯგუფი, რომელიც დამბების რეკონსტრუქცია გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით გააკეთებს დასკვნას და გადავალთ დამბების მოწესრიგების საკითხზე", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი.