20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ორი ხანდაზმული მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა

სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ორი ხანდაზმული მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი თვითმმართველობიდან ლია ჯახველაძე ერთადერთი იყო, ვინც კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფრებით დაინტერესდა.

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შესაბამისი სამსახურებისგან ტერიტორიაზე დარჩენილი რამდენიმე მიუსაფრის მიმართ რეაგირებას ითხოვს.

რა მიზეზით გარდაიცვალა ორი მიუსაფარი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უცნობია. დედაქალაქის მერიაში დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება აღარ გაკეთებულა.

მოსკოვის გამზირზე 2 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, თუმცა უწყებაში გარდაცვალების მიზეზად გაყინვა არ დაასახელეს, რის გამოც მომხდარზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები