საუკუნოვანი ტრადიცია დღეს სიმბოლურად ისევ გაცოცხლდება და დღესასწაულის აღსანიშნავად საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართება.
პატრიარქის ინიციატივით აღდგენილი სადღესასწაულო მსვლელობა მთელ საქართველოს მოიცავს და თბილისში სამების ტაძარში დასრულდება.
საშობაო ალილოსთვის მზადება დაწყებულია საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრშიც.
ტკბილეული, რომელსაც ალილოს მიმდინარეობის დროს შეაგროვებენ, ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და სოციალურად დაუცველ პირებს გადასცემენ.