საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მართლმადიდებელ მრევლს შობის დღესასწაული დუშეთიდან მიულოცა.
მარგველაშვილი შობის დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა და საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან, ერთად დაესწრო.
"მთელ საქართველოს ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ დღეს იბადება ახალი, სიყვარულის, შენდობის, ერთმანეთის დათმენისა და გატანის ემოცია. ყველას გისურვებთ, რომ ეს ემოცია დაბადებულიყოს ჩვენს სულებში. კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით გილოცავთ ამ დღესასწაულს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.