მართლმადიდებელი სამყარო დღეს ქრისტეს შობას აღნიშნავს. საქართველოს ტაძრებში საზიმო წირვა აღევლინა.
კათოლიკოს პატრიარმა საზეიმო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. საზეიმო წირვას მრევლთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დღევანდელი დღესასწაულით მართლმადიდებელი მრევლისთვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა.
შობის დღესასწაულზე პატრიარქის ლოცვა კურთხევით მორწმუნეებმა შობის ღამეს სარკმელთან სანთლები აანთეს.