საშობაო ალილოს მსვლელობა გრძელდება. ამ წუთებში ალილოს მონაწილეებმა უკვე გაიარეს რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანზე, დედაქალაქის საკრებულოს შენობასთან იმყოფებიან.
ალილოს მონაწილეთა შესახვედრად გამოვიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მანამდე კი, პარლამენტის შენობასთან მათ კანონმდებლები დახვდნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდნენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები.
ალილოს მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლებს საპატრიარქოსთან, მეორე ნაწილი კი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.