ლაგოდეხის რაიონში დაკარგული 3 პირის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ადგილობრივების განცხადებით ისინი შესაძლოა დაღესტანში იმყოფებოდნენ.
ამ წუთებში კურიერის ჟურნალისტები ინფორმაციას აზუსტებენ.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში 3 პირი ახალი წლის წინა დღეებში დაიკრგა. ისინი მთაში სანადიროდ იყვნენ წასულები და 30 დეკემბრის შემდეგ მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს ვერტმფრენები, თუმცა სამუშაოების წარმოებას ხელს უამინდობა და თოვლის მაღალი საფარი უშლიდა.