ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია სოფელ მსხალგორში დაკარგული პირების დაღესტანში ყოფნას ადასტურებს. მისი თქმით სამივე პირის დაბრუნების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაარკვევს.
„ვადასტურებთ ამ ინფორმაციას ისინი არიან დაღესტანში დაკავებულები, სამივე ცოცხალია. სავარაუდოდ საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს. დაბრუნებაში ჩაერთვება ის სტრუქტურები ვისაც ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე ველაპარაკე გუბერნატორს რომელმაც მითხრა, რომ დადასტრუდა ეს ინფორმაცია და მას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა კონტაქტი და სამივე პიროვნება ამოცნობილია,“-აცხადებს ჯამბურია.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში 3 პირი ახალი წლის წინა დღეებში დაიკრგა. ისინი მთაში სანადიროდ იყვნენ წასულები და 30 დეკემბრის შემდეგ მათთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს ვერტმფრენები, თუმცა სამუშაოების წარმოებას ხელს უამინდობა და თოვლის მაღალი საფარი უშლიდა.