27 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
იქმნება ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქართულ ეკლესიასა და ეროვნულ ღირებულებებს დაიცავს - ლევან ყურაშვილი

საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა - საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მათი მიზანი სიწმინდეების, ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა. მოძრაობის წევრებმა ისაუბრეს ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც, მათი თქმით, გარე ძალების დაფინანსებით და დავალებით ხორციელდება. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი ქართველიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან.

"იქმნება ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქართულ ეკლესიას, ქართველ მოქალაქეს, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს და ტრადიციებს. გიორგი ქართველიშვილს აქვს გაწერილი, ყველაფერი იქნება ისე, როგორც წესი და რიგია. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს", - აცხადებს ახალი მოძრაობის წევრი ლევან ყურაშვილი.

დღის ამბები