20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
სამგორის გამგეობამ ვეტერანებს შობა მიულოცა

შობის დღესასწაული მიულოცეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლის ილია ბაბუციძის ოჯახს. სამგორის გამგეობამ დაღუპულის ოჯახს საჩუქრები და ნობათი გადასცა.

ორგანიზატორების აზრით, მსგავსი ინიციატივა ეროვნული მნიშვნელობის მატარებელია. ისინი აპირებენ სისტემატიურად აღმოუჩინონ დახმარება სამგორში მცხოვრებ დანარჩენ ვეტერანებსაც.

აქციის ორგანიზატორები სამგორი რაიონის გამგეობა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური იყვნენ.

დღის ამბები