28 ივლისი 2026,   17:01
ვრცლად
პარიზში მამაკაცმა ქუჩაში სამი ქალი დაჭრა - ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ერთ-ერთი დაშავებული ფეხმძიმე ქალია

პარიზის ჩრდილო-დასავლეთით, გარეუბანში, მამაკაცი ქუჩაში გამვლელ ქალებს ცივი იარაღით თავს დაესხა.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 19, 24 და 36 წლის ასაკის სამი ქალი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული ფეხმძიმედაა.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციას მომხდარისთვის, ჯერჯერობით, ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

დღის ამბები