20 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საშობაო ალილო დასრულდა

საშობაო ალილო დასრულდა. საზეიმო მსვლელობის მონაწილეები ბოლოს სამების საკათედრო ტაძართან მივიდნენ და საშობაო ნობათი მიიტანეს.

სხვადასხვა საჩუქრები, ტკბილეული და შემოწირულობები სოციალურად დაუცველებს და მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.

ნობათის შეგროვება ალილოს მახარობლებმა შუადღის 14:00 საათზე დაიწყეს. საჩუქრები მათ პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან მიიღეს.

პარლამენტარების, საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან მიღებული ნობათის შემდეგ ალილოს მონაწილეები იმყოფებოდნენ საპატრიარქოში, სადაც მათ პატრიარქთან ერთად პრემიერმინისტრი დახვდათ. საშობაო ნობათი ალილოს მონაწილეებმა პრეზიდენტისგანაც მიიღეს.

დღის ამბები