ვის ინტერესშია და რატომ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა "ახალი სახალხო მოძრაობის" წინააღმდეგ - რატომ გახდა ორგანიზაცია, დამფუძნებელი და მისი ოჯახი აგრესიის და ბულინგის სამიზნე ოპოზიციის, მათი მხარდამჭერი აქტივისტების და მედიის მხრიდან?
იდეის ავტორების თქმით, ორგანიზაცია ემსახურება ეროვნული ღირებულებების იდენტობის ეკლესიისა და სიწმინდეების დაცვას.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გარე ძალების დავალებით მოქმედი ოპონენტები სწორედ იმ ეროვნული ღირებულებების დაცვის ინიციატივამ გააღიზიანა, რომლის გამოც სახალხო მოძრაობა შეიქმნა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მათთვის საფრთხის შემცველია, თუკი საქართველოში ვინმე ეროვნულ იდენტობას დაიცავს.
"მათთვის ბულინგის ენის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში არის მათი თამაშის წესი. ის კი არ ადარდებთ, რა განაცხადა, არამედ ის, რომ საქართველოში შეიძლება ვინმემ ჩვენი ეროვნული იდენტობა დაიცვას და ეს მათთვის არის საფრთხის შემცველი. ასე ფიქრობენ. ასეთი ტიპის შენიშვნები რომელიმე ორგანიზაციასთან ჰქონიათ? მისულან და უთქვამთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია ეკლესიას ასეთი ფორმით რომ ეპყრობით? არასდროს ასეთი რამ არ გაუკეთებიათ და თუ ვინმე ახალგაზრდა აპირებს ამის გაკეთებას ან ახალგაზრდების ჯგუფი, ეს საფრთხის შემცველია მათთვის იმ გაგებით, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება მათი ულტრალიბერალური გაგებით," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე