20 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
დევდარიანების ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობის უფლება ჩამოერთვათ - 4 მცირეწლოვანი სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება

თბილისში მცხოვრებ დევდარიანების ოჯახს ბავშვებზე მზრუნველობის უფლება ჩამოერთვათ. 4 მცირეწლოვანი ამიერიდან სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

მშობლები ამბობენ, რომ მათ მიზეზად არასრულწლოვნებისთვის შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები განუმარტეს. 

მშობლები სახელმწიფოსგან ბავშვების დაბრუნებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარებას მოითხოვენ.

მშობლები ამბობენ, რომ სოციალური პრობლემების გარდა, ბავშვებს სხვა პრობლემა არ ჰქონიათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ დევდარიანებისთვის ბავშვების ჩამორთმევის მთავარი მიზეზი რთული ეკონომიკური მდგომარეობა არ ყოფილა.

სოციალური მუშაკის განმარტებით, მშობლებს ბავშვები სკოლაში არ დაჰყავდათ და ქუჩაში მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. გუშინ ჩამორთმეული 4 ბავშვის გარდა, სახელმწიფო დევდარიანების კიდევ ორ არასრულწლოვანზე ზრუნავს, რომლებიც ოჯახიდან რამდენიმე წლის წინ წაიყვანეს. 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, რამაზ უთრუგაშვილი, ედიშერ თათელიშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები