30 ივლისი 2026,   19:36
ვრცლად
ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობა სტაბილური და უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

დღის ამბები