30 ივლისი 2026,   19:35
ვრცლად
მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა - ლევან მაჭავარიანი სააკაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტის ციფრული ილუზია და ალტერნატიული რეალობა - "ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ" - მიხეილ სააკაშვილი მის ავატარს ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებს. საკუთარი ციფრული ანალოგის შექმნა პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დააანონსა.

თავი ნელსონ მანდელასთანაც გააიგივა და თქვა, რომ მასავით საპატიმროდან პირდაპირ ხელისუფლებაში მოვა. ექსპრეზიდენტის მორიგი უტოპიური განცხადებები, მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ პალატიდან საკანში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. სწორედ ამიტომ, უმრავლესობის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებას სააკაშვილის ხელახლა გამოკვლევისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაჭავარიანის განცხადებით, აუცილებელია პენიტენციურმა სამსახურმა უახლოეს ხანში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. მისი თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ პატიმრის მართვა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა გადავიდეს.

"მე პირდაპირ მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, რომ გეგმური იქნება თუ რიგგარეშე, ჩაუტარდეს მას სამედიცინო გამოკვლევა, ვინაიდან ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ადამიანი უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადაიბაროს. ის ყოველთვის არაადეკვატური იყო, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ძალიან დამძიმდა მისი ეს არაადეკვატური მდგომარეობა. თქვენ ახსენეთ, ხან ნელსონ მანდელაო, ხან დავით აღმაშენებელიო და ხვალ შეიძლება ნაპოლეონ ბონაპარტი ეგონოს თავისი თავი. აუცილებლად კვლევა უნდა ჩაუტარდეს და სასურველია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს, რადგან მისთვისვე იქნება უკეთესი,"- განაცხადა მაჭავარიანმა.

დღის ამბები