02 ოქტომბერი 2024,   10:35
ვრცლად
შსს ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მთებში დაკარგული ახალგაზრდების დაღესტანში დაკავების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში სხვა პირები არიან დაკავებული.

სამ ახალგაზრდას ლაგოდეხში უკვე მეათე დღეა, ეძებენ. ისინი კავკასიონის მთებში სანადიროდ იყვნენ და სავარაუდოდ ამინდის გაუარესების გამო გზა აებნათ.

დღის ამბები