გარემოს დაცვის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ლიბერიის დროშით მცურავი გემი დააკავეს.
სამართალდამრღვევმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ფეკალიებით დააბინძურა.
გემის კაპიტანს 65 000-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ანაზღაურებაც დაეკისრება.
ლიბერიის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.