20 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
“ეს არის ფონდი, არავითარი პოლიტიკა არ არის ამაში,“ – პაატა ბურჭულაძე

“ეს არის ფონდი, არავითარი პოლიტიკა არ არის ამაში,“ – საქართველოს განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, პოლიტიკა მისი ფონდის საქმიანობაში ამ დროისთვის არ მოიაზრება.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ ფიქრობს. საზოგადოებრივი განვითარების ფონდის დამფუძნებელი სამ თვეში წარმოადგენს ქვეყნის განვითარების ხედვას.

„ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და გვინდა, რომ ეს ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ. იმიტომ, რომ დღევანდელი მიმართულებით, ჩვენი ფონდი უკმაყოფილოა. პოლიტიკაზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ მე ეს აზრადაც არ მაქვს ამ მომენტში. 3 თვეში ჩვენ დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და მემგონი ამ ხედვას უნდა მიაყურადოს მთავრობამ,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

 

დღის ამბები