საპროტესტო აქციიდან მე-8 დღეს, თბილსერვის ჯგუფის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, 60-ს კი სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ეს დასუფთავების სამსახურის სწორედ ის ტექნიკური პერსონალია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
მათი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და მე-13 ხელფასის სრულად დარიცხვა იყო. მერიამ აქციის მონაწილეების არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 3 თანამშრომლის გათავისუფლება დასუფთავების სამსახურში შრომის კოდექსის დარღვევით ახსნეს.
სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მიუღებელია უკვე ყოფილი თანამშრომლებისთვის, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ხელმძღვანელებმა გამართული აქციის გამო დასაჯეს.
სამსახურიდან გათავისუფლებულები დავის გაგრძელებას საკუთარი ძალებით ფიქრობენ. ისინი უდნობლობას უცხადებენ პროფკავშირებს, რომლის თავმჯდომარემაც საკითხის განხილვის მიზნით დავის კომისიის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
3 გათავისუფლებული სასამართლოში სარჩელის შეტანას და თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯინჭარაძე, ნათია გიორგობიანი.