20 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ლაგოდეხის ტყეში დაკარგული მონადირეების ოჯახის წევრები სამძებრო ოპერაციის გაგრძელებას ითხოვენ

ლაგოდეხის მთებში დაკარგულების ოჯახის წევრები ძებნის სამუშაოების განახლებას და სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვას ითხოვენ. იმის შესახებ, რომ სამი ახალგაზრდა დაღესტანში დაკავებული არ არის, ახალსოფელში დღეს მედიის საშუალებით შეიტყვეს.

შსს არ ადასტურებს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკარგული ახალგაზრდები დაღესტნის სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები ლაგოდეხის რაიონში, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო დაკარგულ 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

ლევან ჯალალოვი, ძმები ავთანდილ და დავით სამხარაძეები, რომ მეზობელი ქვეყნის საზღვარზე დააკავეს, ოჯახის წევრებმა გუშინ შეიტყვეს. ინფორმაცია მათ თავდაპირველად თანასოფლელებმა მოგვიანებით კი ლაგოდეხის გამგებელმა დაუდასტურა.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება ურჩია.

ლაგოდეხის მთებში დაკარგულებს უკვე 10 დღეა ეძებენ. 

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ია გულიაშვილი, მამუკა მირიანაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები