20 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობისგან მიყენებული ზარალის დათვლა დასრულდა

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო მიყენებული ზარალის დათვლა დასრულებულია. ყველაზე მეტად სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზიანა.

სპეციალური კომისიის დაანგარიშებით, ზარალმა აქ 450 ათას ლარს გადააჭარბა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ჩაის ქარხანა, ასევე ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები. 75 ათასი შეადგინა ზარალმა ჩხოროწყუს რაიონში.

დიდთოვლობამ აქ ძირითადად მოსახლეობა დააზარალა.

როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლები აცხადებენ, დათვლილი ზარალის შესახებ მონაცემებს გადააგზავნიან ინფრასტრუქტურის სამინისტროში და იმედოვნებენ, რომ მომავალი კვირიდან თანხების გამოყოფა დაიწყება.

დღის ამბები