გარე სამყაროსგან ცხრადღიანი იძულებითი იზოლაცია დასრულებულია. ხინოს მამათა მონასტრისკენ მიმავალი გზის გაწმენდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მხოლოდ დღეს შეძლეს.
უხვი ნალექის გამო ტექნიკა მუშაობას ვერ ახერხებდა.
ხინო ქობულეთის ცენტრიდან 43 კილომეტრში მდებარეობს. აქ მამათა მონასტერია და ერთი ოჯახი ცხოვრობს. წელს ზაფხულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.