დიდთოვლობისაგან დაზარალებული წყალტუბოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.
სტიქიამ მუნიციპალიტეტში 400-მდე სათბური დააზიანა. შედეგად ზარალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა.
ადგილობრივები ფინანსურ დახმარებას ან გრძელვადიან და დაბალპროცენტიან კრედიტებს ითხოვენ. გარდა ამისა, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას უკვე აღებული კრედიტის დაფარვის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებითაც ელოდება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენელის თქმით, ზუსტი მონაცემები უწყებას რამდენიმე დღეში გადაეცემა.