ახალი ბინები უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და მარჩენალდაკარგული 51 ოჯახისთვის. ოზურგეთში მდებარე ყოფილი სამშობიაროს შენობა ამიერიდან მათი საცხოვრებელია.
შენობის რეაბილიტაცია ქალაქის მერიამ ჩაატარა, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.
ყოფილი სამშობიაროს შენობა უფუნქციო მას შემდეგ გახდა, რაც რამდნეიმე წლის წინ ოზურგეთში ახალი სამშობიარო გაიხსნა.
ბინების ახალ მეპატრონეებს გასაღებები მერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და მხარის გუბერნატორმა გადასცეს.