02 ოქტომბერი 2024,   10:37
ვრცლად
იმერეთში ადიდებული მდინარიდან მაშველებმა მონადირეები გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.

რიონისა და ყვირილას შესართავთან, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იყო ჩარჩენილი. წყლის დონის მომატების გამო, ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.

მაშველებმა ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

დღის ამბები