20 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, უბანი თბილისში ყველაზე მეტი სიმჭიდროვით გამოირჩევა და ჰაერი იქ ყველაზე მეტადაა დაბინძურებული. ამის ფონზე კი თბილისის მერიამ ჯერ 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება გასცა, შემდეგ კი კოეფიციენტი მოუმატა. შედეგად ადგილზე უკვე 22-სართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება.

აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელიაც, შეუერთდა, რომელმაც ქალაქის მერი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები