ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვას არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოში გეგმავს
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ მომზადებულ სარჩელში 150-ზე მეტი განცხადებაა შესული, სადაც მშობლები იმ ემოციურ სტრესზე მიუთითებენ, რომელიც ბავშვებს სამედიცინო მკურნალობის დროს მშობლებთან განცალკევების მიზეზით მიადგათ.
მესამე სექტორის პრეტენზიებს დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებლობას სამედიცინო დაწესებულებებს აკისრებს და აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ექიმი ვალდებულია, ბავშვისთვის სამედიცინო დახმარების პროცესს მშობლები დაასწროს.
ფსიქოლოგები ჯანდაცვის სამინისტროს უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.
მათი განცხადებით, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ინტენსიური მკურნალობის დროს, ბავშვის მშობელთან დაშორება ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა.
ფსიქოლოგების მოსაზრებას არ იზიარებს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, ნაწილი კი გარკვეული შემთხვევების გარდა, მშობლების დასწრების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე