20 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
უკვე მეორე დღეა, რუსეთისკენ მიმავალი მგზავრები მთავარი მაგისტრალის გახსნას ელოდებიან

უკვე მეორე დღეა, რუსეთისკენ მიმავალი მგზავრები მთავარი მაგისტრალის გახსნას ელოდებიან. გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა ისევ პარალიზებულია.

80-მდე ტრაილერი, სამგზავრო ავტობუსები და ათობით მსუბუქი მანქანა გზის გაგრძელებას ვერ ახერხებს, ზვავსაშიშროებისა და ძლიერი თოვის გამო კი სპეციალისტები გაწმენდით სამუშაოებს ვერ იწყებენ.

მგზავრებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ღამის გათენება ტრანსპორტში უწევთ.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები