20 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ჩემი აზრით არალეგალური გზით არის გატანილი,"- ნიკა რურუა ვან დეიკის ტილოზე საუბრობს

"ჩემი აზრით არალეგალური გზით არის გატანილი,"- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გააკეთა. რურუას განცხადებით მისი მინისტრობის დროს ვან დეიკის ნამუშევრის წარდგენა სამინისტროსთვის არ მომხდარა.

"თუ ეს გასულია ლეგალური გზით ის არის გასული არა როგორც ვან დეიკის, არამედ როგორც ვინმე სხვა ადამიანის ნაშრომი. ჩემი აზრით არალეგალურად არის გატანილი,"- აცხადებს ნიკა რურუა. 

კულტურის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა ტილო სხვა სახელით და გვარით დაარეგისტრირეს კომისიაში, კომისიის წევრები კი ვერ მიხვდნენ იყო თუ არა ტილო ვან დეიკის ნამუშევარი და გატანის შესახებ ნებართვა გასცეს. 

ამავე თემაზე საუბრობენ, კულტურის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებიც. კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია გადამოწმდეს იყო თუ არა ნამდვილად გაცემული ნებართვა ტილოს გატანის შესახებ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი. 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები