გზის გახსნას ელოდებიან კვლავ ლარსისკენ მიმავალი მგზავრები გუდაურთან, ანანურსა და ჟინვალში. მათი ნაწილი მთაში უკვე 8 დღის განმავლობაშია გაჩერებული.
გზაში გაჩერებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ, მათ უმთავრდებათ ფული და საწვავი.
არსებული ინფორმაციით გუდაურიდან ლარსის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.