საპატრიარქომ ალილოს მსვლელობისას შეგროვებული ტანსაცმელისა და ნობათის დარიგება დაიწყო. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრიდან პირველი ავტობუსები კოჯრის მიმართულებით გავიდა. მოხალისეები მღვდელმსახურებთან ერთად მცხეთა-თბილისის ეპარქიის მიუსაფარ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაეხმარებიან.